პროექტი: ,,ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა"
კლიმატის ცვლილების შედეგები გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე და თითოეულ ადამიანზე. მსოფლიოს სხვადასხვ რეგიონში ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს წყალდიდობა და კოკისპირული წვიმა ემუქრება, ზოგი ტორნადოებისა და ქარიშხლების „მსხვერპლია“, ზოგი კი - მტკნარი წყლის ნაკლებობით გამოწვეულ გვალვას, ნიადაგის დეგრადაციას და შედეგად კი მოსავლის დაკარგვას და საკვების უკმარისობას ებრძვის; მატულობს ტყის ხანძრების ფართობები და გეოგრაფია.
ჩვენი პლანეტის ზოგიერთ რეგიონში ადამიანები იძულებულნი არიან მიგრაციაში გადავიდნენ, ეკოლტოლვილებად იქცნენ და საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილები ეძებონ.
გაეროს მთავრობათაშორისი ექსპერტების ჯგუფის მიერ დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილება დიდწილად ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდას უკავშირდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (თითქმის 95% -ზე მეტი) ადამიანის საქმიანობით, განსაკუთრებით კი საწვავი წიაღისეულის - ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვითაა გაპირობებული.
კლიმატის კრიზისის პრევენციაში თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა, მათ შორის ჩვენ და ჩვენ სკოლასაც. ასევე შეგვიძლია გავხდეთ „კლიმატის ცვლილების“ ინიციატორი. ამისათვის კი საჭიროა „მწვანე“ ენერგეტიკის დანერგვა.
ჩვენ შევეცდებით პროექტის კეთებისას ჩვენ მიერ შემუშავებულმა სკოლის კლიმატურმა გეგმამ, თავისი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში, ასევე დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებასა და გარემოზე.
სკოლის კლიმატური გეგმის შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია დავუკავშიროთ კლიმატის ცვლილების, რესურსების მდგრადი გამოყენების, „მწვანე“ ენერგეტიკის გლობალურ საკითხებს. სწორედ სკოლის კლიმატური გეგმის შედგენის საფუძველზე შევძლებთ გადავწყვიტოთ მწვანე ენერგეტიკის ეგიდით ჰელიორესურსების გამოყენება და მზის კოლექტორის აწყობას, განვსაზღვროთ სკოლის ეზოში ან სკოლის სახურავზე შესაბამისი ადგილი და დავამონტაჟოთ.