ფიზიკის მასწავლებელი-მაია თათეშვილი
პროექტის გაცნობა
მასწავლებელმა გაგვაცნო პროექტი- ,,ჩვენი კლიმატმეგობრული სკოლა". როგორ უნდა გვემუშავა პროექტის განმავლობაში, რა აქტივობები უნდა განგვეხორციელებინა, რას ნიშნავს სიტყვა ,,კლიმატმეგობრული" და როგორ უნდა გავიდეთ მდგრადი განვითარების მეცამეტე მიზანზე ,,კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები". ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც უნდა შევქმნათ პროექტის ბოლოს. ძალიან დავინტერესდით 💓 |
აქტივობა 1: დისკუსია
დავიყავით სამ ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა განვიხილეთ სითბოს გადაცემის სახეებიდან ერთ-ერთი: თბოგამტარობა, კონვექცია, გამოსხივება. მასწავლებელმა დაგვირიგა ბარათები შეკითხვებით და მოგვეცა დრო კითხვებზე პასუხების მოსაფიქრებლად. დროის ამოწურვის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა ავირჩიეთ წარმომადგენელი, რომელიც კლასისა და მასწავლებლის წინაშე წარსდგა ჩვენ მიერ მოფიქრებული პასუხებით. სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლოთ დაესვათ დამატებითი კითხვები. დაისვა დამატებითი კითხვები და გაიმართა დისკუსია.
ბოლოს შევაჯამეთ დისკუსია და გამოვიტანეთ დასკვნა: სითბური ენერგია ცხელი სხეულიდან ცივ სხეულს შეიძლება სამი გზით გადაეცეს: თბოგამტარობით, კონვექციით და გამოსხივებით. თბოგამტარობიტა და კონვექციით სითბოს გადაცემა ხდება სხეულის უშუალო შეხებით. გამოსხივებისას კი უშუალო კონტაქტის გარეშე. მყარ სხეულებში სითბოს გადაცემა ხდება ძირითადად თბოგამტარობით, ხოლო სითხეებსა და აირებში კონვექციით. ძალიან კარგი აქტივობა გამოგვივიდა, მშვენივრად გავიხსენეთ და შევაჯამეთ კიდეც განვლილი მასალა. |
აქტივობა 2: ენერგიის წყაროები
|
მასწავლებელმა დაგვისვა კითხვები: რა არის ენერგიის წყარო? როგორ შევარჩიოთ ენერგიის შედარებით ეკონომიური და ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო წყარო? შემდეგ დაგვირიგა წინასწარ მომზადებული ბარათები. მასწავლებელმა ჩვენი დახმარებით ოთახის კუთხეებში
ჭიკარტებით გააკრა თაბახის ფურცლები, რომლებზეც იყო წარწერები: გეოთერმული
ენერგია; წყლის ენერგია; მზის ენერგია; ბიომასა; ქარის ენერგია; ქვანახშირი;
ნავთობი და ბუნებრივი აირი; წყალბადის საწვავი; ოკეანის ენერგია (შესაბამისი სურათებით). მოგვცა ინსტრუქცია, რომ თითოეულ ჩვენგანს ყურადღებით წაგვეკითხა ინფორმაცია ბარათებიდან, შემდეგ მოგვეძებნა მსგავსი შინაარსის ბარათების მფლობელები და მიგვემაგრებინა ჩვენი ბარათები კედელზე გაკრულ თაბახის ფურცლებზე. დავალებას კარგად გავართვით თავი. დავუშვით შეცდომებიც. გაკრული ბარათების შინაარსის წაკითხვისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ბარათი არასწორად იყო დაკავშირებული ენერგიის წყაროებთან. გავასწორეთ შეცდომები ბარათების ადგილის შეცვლით. ვიმსჯელეთ ენერგიის წყაროებისა და მათი პარაქტიკული გამოყენების შესახებ. |
აქტივობა 3: ,,ახალი ენერგეტიკოსები"
|
აქტივობა 4: პროექტი ,,სათბურის ეფექტი"
- რა არის გლობალური დათბობა;
- სათბურის ეფექტი, რა შესაძლო ხერხები და გზები არსებობს გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად;
- რატომ შეიძლება გლობალური დათბობის შედეგები კატასტროფული იყოს
აქტივობა 5: მოწვეული სტუმარი
მასწავლებელმა იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორი უნდა იყოს შენობა, რომ იყოს ენერგოეფექტური, მოიწვია სტუმარი-ნუგზარ თათეშვილი, რომელმაც წარმოგვიდგინა ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია როგორც ენერგოეფექტური შენობების, ასევე მზის ენერგიის უპირატესობების შესახებ. შესაბამისად კარგად გავიაზრეთ, რა გზებით არის შესაძლებელი ენერგოეფექტურობის მიღწევა. |
აქტივობა 6: მზის კოლექტორის აწყობა
(ინსტრუქცია)
შეისწავლეთ თქვენი სკოლის ტერიტორია ჰელიორესურსების გამოყენების კუთხით.
- გაითვალისწინეთ, რომ მეტად მნიშვნელოვანია მზის ნათების ხანგრძლივობას შესწავლა, რადგან იგი მზის გამოსხივებასა და სხვა მახასიათებლებთან ერთად საკმაოდ კარგად აღწერს ჰავის თავისებურებას და, ამავე დროს, იგი საინტერესო და ანგარიშგასაწევი მახასიათებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭიროა ჰელიოენერგორესურსების გამოყენების საკითხის შესწავლა.
- მზის ნათების ხანგრძლივობა ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე და ჰორიზონტის დახურულობაზე. საქართველოში
- ღრუბლიანობა ზომიერია. წლის განმავლობაში ცის თაღი საშუალოდ 50-60% არის დაფარული. ამის გამო მზის ნათებაც შესაბამისად მაღალია. მზის ნათების ხანგრძლივობა საქართველოში მნიშვნელოვანია და 1958-2520 საათს აღწევს.
მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა წინასწარი
შეფასებები და ანალიზი. 80–ზე მეტ ქვეყანაში უკვე მოქმედებს მზის ფოტოელექტროსადგურები.
მათი ჯამური სიმძლავრე 22 გიგავატის ტოლია. მზის ენერგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს
დაბალი ინსოლაციის (გამოსხივების) პირობებშიც. ელექტროენერგიისა და სხვა სახის საწვავის
დაზოგვა შესაძლებელი ხდება ფოტოელექტრული ელემენტებისა და მზის წყალგამაცხელებლების,
იგივე მზის კოლექტორების გამოყენებით. ისინი მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე
და მზის ენერგიით ათბობენ წყალს.
- პლასტმასის მილები და შემაერთებლები ერთმანეთთან მიაერთეთ. შემდეგ მილები საჭირო ზომებად, მაგალითად, 60 სმ სიგრძის ნაწილებად დაჭერით. ეს ყველაფერი შეაწებეთ და ზედ პლასტმასის ბოთლებს ჩამოაცვით. თუმცა, მანამდე მილები შავად უნდა შეიღებოს, რადგან შავი ფერი ზრდის პლასტმასის ბოთლის მიერ შთანთქმული მზის სხივების რაოდენობას და შედეგად, მატულობს წყლის გათბობის ეფექტურობა.
- ბოთლებს უნდა მოაჭრათ ძირი და მჭიდროდ მოათავსოთ ერთმანეთში.
- იგივე გაიმეორეთ დანარჩენი მილებისთვისაც. შემდგომ მიაწებეთ მილების სისტემა მეორე მხრიდან. ბოთლების სისტემა უნდა შეივსოს გლიკოლის სითხით ან ანტიფრიზით.
- ანტიფიზზე ინფორმაციის მოძიება, რატომ არის გამოყენებული პროექტში ანტიფრიზი?
გადაბმული ბოთლები რეალურად ასე გამოიყურება:
- მილების სისტემის ქვედა ნაწილი უნდა მიუერთდეს მომწოდებელი ავზის ქვედა ნაწილს, ხოლო ზედა ნაწილი - სამარაგო ავზის ცენტრალურ ნაწილს. ცივი წყალი პლასტმასის მილების საშუალებით კოლექტორის ქვედა ნაწილს მიეწოდება, სადაც გათბება და ავზში ზედა მილების საშუალებით აიწევს.
- შედეგად სისტემაში მოხდება წყლის ბუნებრივი ცირკულაცია. იმისთვის, რომ ცირკულაციის ინტესივობა გაიზარდოს, სამარაგო ავზი უნდა განთავსდეს კოლექტორის ოდნავ ზემოთ, დაახლოებით 0.3 მ-ით.
| მიერთების სქემა |
არსებობს მზის ენერგიის კოლექტორების სხვადასხვა ნაირსახეობა, ზოგიერთ მათგანში წყლის ცირკულაციისთვის მხოლოდ ერთი ავზი გამოიყენება. მზის სხივების მაქსიმალური შთანთქმისთვის მზის კოლექტორი სამხრეთის მიმართულებით უნდა დაიდგას. დახრის კუთხე 10-45 გრადუსი უნდა იყოს, რომ კოლექტორმა ეფექტურად იმუშაოს მზის პრაქტიკულად ნებისმიერი მდგომარეობისას.
შეგიძლიათ სითბური ეფექტის
გასაძლიერებლად პრიალა ზედაპირის მქონე მასალით (მაგალითად, თუნუქის ჭურჭლით) დაამზადოთ
ამრეკლი, რომელიც უკანა მხრიდან ბოთლებზე მიეკვრება. როცა კოლექტორი მზად გექნებათ,
გამოცადეთ. ცდისთვის მზიანი დღე უნდა შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წყლის ტემპერატურის
გასაზომად თერმომეტრი დაგჭირდებათ.
სკოლის ტერიტორიაზე ან შენობის სახურავზე (უსაფრთხოების
წესების დაცვით) შეარჩიეთ შესაბამისი ადგილი და დაამონტაჟეთ მზის კოლექტორი.
გაითვალისწინეთ:
მზის ენერგიის
გამოყენების დადებითი მხარეები:
- მზე ენერგიის განახლებადი წყაროა;
- მზის ენერგია საიმედო და ეკოლოგიურად სუფთაა და
მისი სხვა ფორმის
- ენერგიებად გარდაქმნისას გარემო არ ბინძურდება;
- მზის პანელების დაყენების შემდეგ მიღებული ენერგია
უფასოა;
- ცხელწყალმომარაგებისათვის გამოყენებული ენერგორესურსების მზის ენერგიით ჩანაცვლება შესაძლებელია.
მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები:
- მზის პანელების მაღალი თვითღირებულება და ფასი;
- ელექტროენერგიის მისაღებად დღის სინათლის არსებობის
აუცილებლობა;
- ამინდის გავლენა მზის ენერგიიდან სხვა სახის ენერგიის მიღებისას;
- პლასტმასის 20 მმ-იანი დიამეტრის მილები და შემაერთებლები,
- მილების გორგოლაჭიანი საჭრელი,
- ცხელი წებო,
- პლასტმასის ბოთლები,
- ანტიფრიზი,
- შავი ფერის ტემპერატურაგამძლე საღებავი,
- ფუნჯი,
- თერმომეტრი,
- თუნუქის პრიალა ჭურჭელი (მაგ: ქილა),
- წყლის შესაგროვებელი ავზი.
დააწკაპეთ ფოტოზე და ნახეთ მექვსე აქტივობის ამსახველი ფოტოების სრული ალბომი 👇
აქტივობა 7: პროექტის პრეზენტაცია








No comments:
Post a Comment